15 ნოემბერს ჯო ბაიდენი სი ძინპინთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს
15 ნოემბერს ჯო ბაიდენი სი ძინპინთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს, 15 ნოემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

„ქვეყნების ლიდერები განიხილავენ მხარეთა შორის არსებული კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის გზებზე, ასევე ერთობლივი მუშაობის გზებზე, სადაც მათი ინტერესები თანხვედრაშია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

ფსაკის თქმით, ბაიდენი გამოიყენებს ამ შეხვედრას იმაზე ხაზგასასმელად, რომ მიესალმება ჩინეთთან არსებულ მკაცრ კონკურენციას, მაგრამ არ სურს კონფლიქტი.