15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს
15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს

15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.

ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, რეისები კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.