ხორვატიის დედაქალაქში 15-17 ივლისს ზაგრების გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 12 წევრი იჭიდავებს. ტურნირზე მედლებისთვის 10 მამაკაცი და ორი ქალი იბრძოლებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზაგრების გრან პრისთვის:
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 კგ: გელა ზაალიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დასრულებულ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ჩვენმა გუნდმა ხუთი მედლის მოპოვება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) ტურნირზე ვერცლისმედალოსნები გახდნენ, თემურ ნოზაძე (60კგ) და მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.