საქართველოს თავდაცვის მინისტრი 15-16 ივნისს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეა მიწვეული
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 15-16 ივნისს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეა მიწვეული

15-16 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირთან ერთად, საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.

ნატო-ს ინფორმაციით, შეხვედრა სამუშაო ვახშამით 15 ივნისს გაიხსნება და მედიისთვის დახურული იქნება.

ამასთან, ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 16 ივნისს მოკავშირეთა მინისტრებთან ორი სესია გაიმართება. ასევე, დამოუკიდებელი შეხვედრა შედგება უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან, რომელსაც აშშ უმასპინძლებს.