ზარია ფანცულაიას ნაცვლად - ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი ცვლილებაა #1TVSPORT
ზარია ფანცულაიას ნაცვლად - ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი ცვლილებაა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, რომელიც სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას 30 აგვისტოს იწყებს, კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია, რომელიც ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იყო გამოძახებული, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. 27 წლის თავდამსხმელს მისივე თანაკლუბელი გიორგი ზარია შეცვლის. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის ბათუმში 26 ფეხბურთელით მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ პირველი სიის გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებოდა, რომელიც ოდესის „ჩერნომორეცის“ შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა შეცვლა.

 

მატჩების განრიგი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი

 

2 სექტემბერი, ბათუმი

საქართველო – კოსოვო 20:00

 

5 სექტემბერი, ბადახოსი

ესპანეთი – საქართველო 22:45

 

8 სექტემბერი, სოფია – ამხანაგური მატჩი

ბულგარეთი – საქართველო 20:30

სამივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.