გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან
გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან

დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანია ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკის და ზეწოლის ობიექტი იყო.

„დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან. როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, შემიძლია ვთქვა, რომ ის მასალა და იმ მეთოდოლოოგიით განხორციელებული საქმიანობა, რომელსაც თვე-ნახევრის განმავლობაში კომისია ახორციელებდა, ცხადყოფს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია უხეშ დარღვევებს, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა კონკურენტუნარიან გარემოში და ძირითადი თავისუფლებები უზრუნველყოფილი იყო. ამიტომ აქ შეგვიძლია თქმა, მხოლოდ მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე.

თამარ ჟვანია ამ პერიოდის განმავლობაში იყო მართლაც უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკის, შეტევის და ერთგვარი ზეწოლის ობიექტი. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რაც ამ კონტექსტში გამოიყენებოდა იყო, პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც შემდეგ გამოვლინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არასწორი ფორმულით იყო დათვლილი. როდესაც ეს ფორმულა გასწორდა, დადგინდა, რომ მათი შედეგები დაემთხვა ცესკო-ს საბოლოო შედეგებს.

თამარ ჟვანია ძალიან პასუხისმგებლობით მოეკიდა მთელ ამ პროცესს და 2020 წლის არჩევნები არა მხოლოდ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა, არამედ მთელი ეს ციკლი მიიყვანა ბოლომდე, მათ შორის ძალიან აქტიურად და კარგად ითანამშრომლა საგამოძიებო კომისიასთან. ამ პერიოდისთვის რა ინფორმაციას და მასალასაც ჩვენ ვფლობთ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არჩევნებთან მიმართებაში რაიმე უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო შედეგებზე გავლენა მოეხდინა. შესაბამისად თამარ ჟვანიას ეს გადაწყვეტილება არც ოპოზიციის მოწოდებებთან და არც საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან არანაირ კავშირში არ არის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

ახალი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.
დატოვე კომენტარი