ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს 14 სექტემბერს შეხვდება
ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს 14 სექტემბერს შეხვდება

14 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას „ტასი“ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა მოსკოვში შედგება.

„ეს მართალია. ლუკაშენკოს ვიზიტი მართლაც შედგება ორშაბათს, 14 სექტემებრს. ეს სამუშაო ვიზიტი იქნება“, – განუცხადა პესკოვმა ადგილობრივ მედიას.