14 ქულა „ოკლაჰომასთან“ - სანდრო მამუკელაშვილის „სპურსმა“ სეზონის პირველი მატჩი გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის შემდეგ 2024-25 წლების სეზონის პირველი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. მისმა „სან ანტონიო სტურსმა“ „ოკლაჰომა თანდერსს“ უმასპინძლა და 107:112 დამარცხდა.
ეს გახლდათ საკონტროლო მატჩი, რომელსაც ამერიკელები საგამოფენოს უწოდებენ, შესაბამისად, მწვრთნელები მოგებაზე მეტად ყურადღებას კალათბურთელების მომზადებას აქცევენ და NBA-სთვის არჩევენ.
„სან ანტონიოში“ თავის გამოჩენის საშუალება ერთბაშად 15 კალათბურთელს მიეცა. საქმეში კი ორი კალათბურთელი გამოირჩა – ჯულიან ჩამპანი (22 ქულა) და სანდრო მამუკელაშვილი.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 18 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. სანდრომ 4-დან 3 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„სან ანტონიო სპურსის“ უახლოესი მატჩი 10 ოქტომბერსაა – სანდრო მამუკელაშვილი გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ შეხვდება.