130 ქვეყანა ახალი გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა
130 ქვეყანა ახალი გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა

130 ქვეყანა ახალი გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა. გადასახადი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის იმოქმედებს და 15%-ზე მეტს არ შეადგენს.

პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს უკანასკნელი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ შეთანხმება არის მნიშვნელოვანი პროგრესი საერთაშორისო საგადასახადო სისტემისთვის და ყველაზე დაბალი გადასახადის დაწესებაში ქვეყნებს შორის კონკურენციის დრო დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება გლობალურ ეკონომიკას აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს საშუალო კლასისთვის უფრო სამართლიანს გახდის.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ქვეყანა ერთიანი გადასახადის დაწესების წინააღმდეგ გამოდის. მათ შორის არის ირლანდია და უნგრეთი. ირლანდიაში ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მინიმალური გადასახადი 12,5%-ს შეადგენს, რაც ამერიკულ კომპანიებს იზიდავს. ეს გადასახადი კიდევ უფრო დაბალია უნგრეთსა და ბულგარეთში.