13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა - დიალოგი, ტოლერანტობა, მშვიდობა
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა - დიალოგი, ტოლერანტობა, მშვიდობა

რადიოს მთავარი დანიშნულება არის საზოგადოების ინფორმირება, გარდაქმნა და გაერთიანება – საქართველოს რადიო უკვე 94 წელი თქვენს სამსახურშია.

13 თებერვალს აღინიშნება რადიოს მსოფლიო დღე, რომელიც 2011 წელს იუნესკო-მ დააფუძნა. გაერო-ს რადიო 1946 წლის 13 თებერვალს შეიქმნა და რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა სწორედ ამ დღეს გადაწყდა.

თავის მიმართვაში გაერო-ს გენმდივანი ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს, რომ „რადიო არის ძლევამოსილი იარაღი. დღესაც კი, ციფრული კომუნიკაციის ეპოქაში, რადიო უფრო მეტ ადამიანთან მიდის ვიდრე ყველა  სხვა პლატფორმა.

ის ავრცელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამაღლებს ცნობიერებას მნიშვნელოვანი მოვლენების ირგვლივ.

წელს, რადიოს მსოფლიო დღეს, მოდით, ხაზი გავუსვათ რადიოს ძალას დიალოგის, ტოლერანტობის და მშვიდობის ხელშეწყობისთვის“.

იუნესკო-ს (გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივისმიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვისთავის უფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

მსოფლიოში პირველად, რადიომაუწყებლობა აშშ-ში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო. საქართველოს რადიო 2015 წლიდან აღნიშნავს რადიოს მსოფლიო დღეს. წელს რადიოს მსოფლიო დღის გზავნილი არის – დიალოგი, ტოლერანტობა, მშვიდობა.