13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. ეპოქაში, რომელშიც ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას თავბრუდამხვევი ტემპი აქვს და უახლესი პლატფორმები ერთი მეორის მიყოლებით სულ უფრო სწრაფად ძველდება, რადიო, უკვე მეორე საუკუნეა, მსმენელს ერთგულად ემსახურება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ფართოდ გამოყენებადი მედიასაშუალება.
რამდენადაც 2025 წელი კლიმატური ცვლილებების მიმართულებით უმნიშვნელოვანეს წლად ითვლება, წელს რადიოს მსოფლიო დღის თემაა „რადიო და კლიმატის ცვლილება“.
2025 წელს რადიოს მსოფლიო დღე რადიომაუწყებლობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების საკითხების მნიშვნელობის გაზრდას. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.
მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა.
2025 წელს კი საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობიდან ერთი საუკუნე სრულდება.