13 ქულა 15 წუთში - თორნიკე შენგელიამ მინსკში „ცმოკი“ დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ვითიბი ლიგა დამაჯერებელი მოგებით გახსნა. მისმა ცსკა-მ მინსკის „ცმოკი“ სტუმრად 92:44 დაამარცხა. სხვაობა თითქმის ორმაგია, თუმცა იყო ეპიზოდები სამმაგსაც მიუახლოვდა – მესამე პერიოდში მოსკოველები 59:19 დაწინაურდნენ.
შედეგიდანაც ნათელია, რომ ბელარუსებს კარგი დროება არ უდგათ. თუმცა ამაზე ნაკრებად ფიქრობდა მოსკოველთა ბერძენი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი, რომელმაც გუნდი ისეთივე რიტმში ათამაშა, როგორითაც ევროლიგაზე უნდა გამოვიდეს.
ამ მატჩში გამოჩნდა, რომ კარგ ფორმაშია თორნიკე შენგელია, რომელმაც 15 წუთში 13 ქულა ჩააგდო. თოკოს ანგარიშზე 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმოა. 15 ქულის გარდა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 პასი და თითო ჩაჭრა-მოხსნა ჩაიწერა.
ცსკა-ში მასზე მეტი მხოლოდ ნიკოლა მილუტინოვმა ჩააგდო – 14 ქულა (10 მოხსნა).
შენგელიას თანაგუნდელებს ვითიბი ლიგაზე მომდევნო მატჩი 26 სექტემბერს პოლონურ „ზელონა გორასთან“ უწევთ. შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.