13 აპრილს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება
13 აპრილს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, დეპუტატები ბიუროს ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში შეიკრიბებიან.

მისი ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე განიხილება საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება და საგანგებო მდგომარეობის საკითხი.

პარლამენტმა საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომები დროებით კორონავირუსთან დაკავშირებით შეაჩერა. აპარატი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.