ფიბა-ს რეიტინგში საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მეთორმეტეა
მსოფლიოს მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპული ნაკრებების რეიტინგი, რომელიც სპეციალურად ნოემბრის ფანჯრის წინაა შედგენილი. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდთაგანია, რომელმაც წინა რეიტინგთან შედარებით სერიოზული პროგრესი განიცადა.
საქართველო 6 საფეხურით დაწინაურდა, გადაასწრო ევროპის ჩემპიონ სლოვენიას (მე-14) და რუსეთს (მე-13) და მეთორმეტე პოზიციაზეა.
აი, რა წერია ფიბა-ს საიტზე საქართველოს შესახებ:
„საქართველოს ნაკრები „ბაბლს“ ფინეთში ითამაშებს. გუნდში იქნებიან გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი. დანაკლისი დიდია: გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი. საქართველომ ფიბა-ს რეიტინგში დიდი ნახტომი გააკეთა. თუ ნოემბერში ორივე მატჩი მოიგო, ჯგუფში 4 გამარჯვებით (0 წაგება) წინ გაიჭრება.“