რევანში უსამართლობისთვის - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა (ფოტო)
რევანში უსამართლობისთვის - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა (ფოტო)

 

12 ნოემბრის ისტორიული დღე მშვენივრად დაიწყო – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის „მიხეილ მესხი-არენაზე“ პრინციპულ შეხვედრაში სლოვაკ თანატოლთა გუნდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

პირველი შეხვედრა ნიტრაში გაიმართა და ჩვენი ნაკრები მსაჯის შეცდომების გამო 2:3 დამარცხდა. მატჩი სკანდალური გამოდგა, რადგან მასპინძლებმა ჩვენს მოთამაშეს მატჩის მიწურულს ხელი კრეს, რამაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე გააღიზიანა და ჯგუფურ კონფლიქტს დიდი სასჯელი მოჰყვა – უეფა-მ ცეცაძე და ჩვენი მეტოქის ერთ-ერთი მწვრთნელი 5 მატჩით დასაჯა, რის შემდეგაც ცეცაძე იძულებული გახდა ნაკრები დაეტოვებინა.

ეს მატჩი 2020 წლის 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მხოლოდ ახლა გაიმართა. ახალგაზრდულ ნაკრებს რამდენიმე ლიდერი დააკლდა – დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე. მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დაჩაგრა და 2:1 მოიგო. მე-8 წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი საკუთარ კარში ლუკა ფაბიმ ჩაჭრა. 78-ე წუთზე ჩვენი ნაკრების უპირატესობა ანრი მექვაბიშვილმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+1 წუთზე მიროსლავ გონომ დააფიქისრა – 2:1 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ.

ჩვენმა ნაკრებმა ამ მატჩით შესარჩევი ციკლი 15 ქულით დაასრულა და მესამე ადგილს ვერავინ შეეცილება – ჩვენს წინ მხოლოდ შვეიცარია (24) და საფრანგეთი (21) არიან.

საქართველო-სლოვაკეთი 2:1

1:0 ფაბი (8. საკუთარ კარში), 2:0 მექვაბიშვილი (78. დარცმელიას პასით), 2:1 გონო (90+1)

საქართველო: მამარდაშვილი – ბერიაშვილი, ძოწენიძე (86. ძებნიაური), ანდრონიკაშვილი (46. ჯინდოლავა) – მალი, ქოჩორაშვილი (71. კუცია), მექვაბიშვილი, აზაროვი (79. ტაბატაძე), დარწმელია – გულიაშვილი, კუხიანიძე (78. სპანდერაშვილი)

სათადარიგოები: სანიკიძე, იაკობიძე, უგრეხელიძე, მუსელიანი

გაფრთხილებები: ზაროვი (14), ჰერცი (33), მესიკი (66), მოიზისი (72), ბერიაშვილი (72), კუცია (80)