123 მატჩი საფრანგეთის ნაკრებში - ოლივიე ჟირუმ ტიერი ანრის მიღწევა გაიმეორა #1TVSPORT
123 მატჩი საფრანგეთის ნაკრებში - ოლივიე ჟირუმ ტიერი ანრის მიღწევა გაიმეორა #1TVSPORT

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებები ეთამაშებიან. მოედანზეა 36 წლის ფორვარდი ოლივიე ჟირუ, რომელიც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 123-ე შეხვედრას ატარებს.

ოლივიე ჟირუ ამ სტატისტიკით ტიერი ანრის გაუთანაბრდა და მესამე ფეხბურთელია, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

პირველ ადგილზეა უგო ლორისი (145), მეორეზე – ლილიან ტურამი (142)

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებების დაპირისპირებაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პირველი გოლი სწორედ „მილანის“ თავდამსხმელმა გაიტანა.