ჩემპიონთა ლიგა, II ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, II ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* თომას მიულერმა 545-ე მატჩი ჩაატარა ბაიერნში, რითაც გაუთანაბრდა ლეგენდარულ კლაუს აუგენტალერს. ამ დუეტზე წინ მხოლოდ შვარცენბეკი (547) და გერდ მიულერი (565) არიან.

* ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე მოგებების სერია 13 მატჩამდე აიყვანა.

* რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩში ვერ შეძლო გოლი+პასის სისტემით ქულის აღება. წინა სეზონში პოლონელს ასეთი მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა – ფინალი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ.

* ლოკომოტივმა აჯობა ბაიერნს ზუსტი დარტყმების რაოდენობით – 6:4.

* ზალცბურგმა ევროტურნირებზე მე-200 მატჩი ჩაატარა.

 * ჟოაო ფელიქსმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო შვიდ მატჩში ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა – ოთხი გოლი და ერთი პასი.

* მხოლოდ სერხიო აგუერომ (20 წლისა და 106 დღის) შეძლო ჟოაო ფელიქსზე (20 წლისა და 252 დღის) უფრო ახალგაზრდა ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შესრულება.

 

ლოკომოტივი-ბაიერნი            1:2

გოლები: 0:1 გორეტცკა (13), 1:1 ან. მირანჩუკი (70, 1:2 კიმიხი (79)

ლოკომოტივი (4-3-2-1): გილერმე – ჟივოგლიადოვი, სერკეირა პაიმი, ჩორლუკა (46. რაიკოვიჩი), რიბუსი – იგნატიევი (76. ჟემალეტდინოვი), კულიკოვი (89. ლისაკოვიჩი), ან. მირანჩუკი – კრიხოვიაკი, სმოლოვი (75. რიბჩინსკი) – ზე ლუიში.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი, ზიულე, ალაბა, ერნანდესი – კიმიხი, გორეტცკა (46. ხავი მარტინესი) – მიულერი (46. გნაბრი), ტოლისო, კომანი (69. დუგლას კოშტა) – ლევანდოვსკი.

ატლეტიკო-ზალცბურგი                                                      3:2

გოლები: 1:0 ლორენტე (29), 1:1 შობოშლაი (40), 1:2 ბერიშა (47), 2:2 ჟოაო ფელიქსი (52), 3:2 ჟოაო ფელიქსი (85)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი (82. ერმოსო) – კორეა, კოკე, ერერა (82. ტორეირა), ლორენტე – ჟოაო ფელიქსი, სუარესი (82. ლემარი).

ზალცბურგი (4-4-2): სტანკოვიჩი – კრისტენსენი, ანდრე რამალიო, ვობერი (64. ონგუენი), ულმერი – მვეპუ, კამარა, იუნუზოვიჩი (63. აშიმერუ), შობოშლაი – დაკა (30. კოიტა/83. ოკაფორი), ბერიშა.

  1. ბაიერნი – 6 (6-1)
  2. ატლეტიკო – 3 (3-6)
  3. ზალცბურგი – 1 (4-5)

4. ლოკომოტივი – 1 (3-4)