რუსეთი ისრაელსა და პალესტინას პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს

16:43, 21.12.2017

რუსეთი ისრაელსა და პალესტინას კონფლიქტის დასარეგულირებლად პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„პალესტინა-ისრაელის ურთიერთობებში უკიდურესად არახელსაყრელი მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავლი იქნებოდა მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენა კონფლიქტის მდგრადი და გრძელვადიანი დარეგულირებისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დღეს კენჭისყრაა დაგეგმილი. კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.
„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი