12 წლის შემდეგ დევიდ მოიესი ისევ „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
12 წლის შემდეგ დევიდ მოიესი ისევ „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი ინგლისური „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა.

61 წლის სპეციალისტმა თანამდებობაზე შონ დაიჩი შეცვალა, რომელიც მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.

მოიესი „ევერტონს“ 2002 დან 2013 წლის ჩათვლითაც წვრთნიდა, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა და ინგლისური ფეხბურთის გრანდში ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი შეცვალა. ბოლოს შოტლანდიელი „ვესტ ჰემს“ ავარჯიშებდა, 2022 წელს მან გუნდს კონფერენს ლიგა მოაგებინა.

დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით „ევერტონი“ პირველ მატჩს 15 იანვარს „ასტონ ვილასთან“, პრემიერლიგის ეგიდით ჩაატარებს.