12 უპასუხო ლელო და ერთი ნაბიჯი ფინალამდე - საქართველომ ჩეხეთი დაამარცხა #1TVSPORT
12 უპასუხო ლელო და ერთი ნაბიჯი ფინალამდე - საქართველომ ჩეხეთი დაამარცხა #1TVSPORT

სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 18-წლამდელ მორაგბეთა შორის. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს გარდა ჩეხეთი, ესპანეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, რუსეთი და ბელგია იღებენ.

პირველ ტურში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ჩეხეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით 76:0 დაამარცხეს. 12 ლელოს ჩეხებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

ნახევარფინალში საქართველო ბელგიას შეხვდება, მატჩი 6 ოქტომბერს კალინინგრადში გაიმართება.

მეორე ნახევარფინალური მატჩი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის შედგება და სწორედ მათ შორის გამარჯვებული შეხვდება ფინალში ჩვენს წყვილში გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, საქართველო წინა ტურნირის გამარჯვებულია და წელს ტიტულის დაცვას შეეცდება.

ფოტოები: rugby.ge