12 მილიონი ევრო კერერის სანაცვლოდ - „ვესტ ჰემი“ და პსჟ ტრანსფერზე შეთანხმდნენ #1TVSPORT
12 მილიონი ევრო კერერის სანაცვლოდ - „ვესტ ჰემი“ და პსჟ ტრანსფერზე შეთანხმდნენ #1TVSPORT

„ვესტ ჰემმა“ პსჟ-ს მცველის, ტილო კერერის ტრანსფერი შეათანხმა, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზად არის 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, გათვალისწინებულია ბონუსებიც. კერერი უკვე ლონდონში იმყოფება და უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

კერერი „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებს 2018 წლის აგვისტოში შეუერთდა. გასულ სეზონში მან პარიზელთა შემდგენლობაში 34 მატჩი გამართა და ორი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „ტრანსფერმარკტი“ 25 წლის გერმანელ ფეხბურთელს 22 მილიონ ევროდ აფასებს, ინგლისელები კი მის ტრანსფერში 12 მილიონს გადაიხდიან.