12 ივლისს ანგელა მერკელისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება
12 ივლისს ანგელა მერკელისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

12 ივლისს ბერლინში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.

როგორც გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტაფენ ზაიბერტმა განაცხადა, მოლაპარაკებების დროს საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს, დონბასისა და მინსკის შეთანხმებების შესრულებას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებსა და „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“ შეეხება.

12 ივლისს უკრაინის ლიდერი ასევე გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.