11 პასით გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრების რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები იტალიასთან 84:91 დამარცხდა. გიორგი ცინცაძემ 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც ნაკრების რეკორდის გამეორებაა – სწორედ 11 პასი ჰქონდა ლაშა გამყრელიძეს 2005 წელს.
იტალიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცინცაძემ ხაზი გაუსვა გუნდის კარგ თამაშს.
„კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გამოკლება ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა კარგად მოახერხა გადაწყობა. ბიჭებმა ძალიან მოინდომეს. იტალიასთან მძიმე თამაში იყო, გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ ბოლო წამებზე მეტოქემ უკეთესად ითამაშა. საქართველოს ნაკრებს დიდი მიზნები აქვს როგორც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ასევე ევრობასკეტზე. ჩვენს გუნდს მათი მიღწევა შეუძლია“.