11-მეტრიანების სერიაში „აიაქსმა“ და „პანათინაიკოსმა“ 34 პენალტი შეასრულეს - ამსტერდამელები ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდნენ #1TVSPORT
ამსტერდამში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი გაიმართა. „აიაქსმა“ პირველ მატჩში ათენში 1:0 დაამარცხა „პანათინაიკოსი“, მაგრამ შინ საპასუხო შეხვედრაში ასეთივე ანგარიშით წააგო. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ტეტემ გაიტანა.
დამატებით დროში მაყურებლებმა გოლები ვერ იხილეს, პენალტების სერიაში კი ნამდვილი შოუს მოწმენი გახდნენ. გუნდებმა, ჯამში, 34 პენალტი შეასრულეს, რითიც ევროტურნირების რეკორდი დაამყარეს. სერია „აიაქსმა“ 13:12 მოიგო. გუნდებმა, ჯამში, ცხრა 11-მეტრიანი ვერ გაიტანეს. გადამწყვეტი პენალტი ბერძნული კლუბის მხრიდან ნიდერლანდელმა ტონი დე ვილენამ გააფუჭა.
„აიაქსი“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გავიდა, სადაც პოლონეთის „იაგელონიას“ შეხვდება, „პანათინაიკოსმა“ კი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა.