11-12 მარტს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა
11-12 მარტს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

11-12 მარტს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პირველი დიპლომატი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორნდუმს მოეწერება ხელი.

ასევე, უნგრეთის კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმებს უნგრული მხრიდან ხელს მოაწერს პიტერ სიიარტო,ხოლო ქართული მხრიდან განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.