ზიდანმა სტივენ ჯერარდს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა
ზიდანმა სტივენ ჯერარდს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველის სტივენ ჯერარდის თამაში შეაფასა.

„რაღაც მომენტში ჯერარდი იყო აბსოლუტურად საუკეთესო ნახევარმცველი მსოფლიოში. ისეთი ნახევარმცველები, რომლებსაც მინდორზე აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლიათ, ძალიან ცოტანი არიან. და ჯერარდი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი გახლდათ“, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

39 წლის ჯერარდი 1998-2015 წლებში თამაშობდა „ლივერპულში“, რომლის რიგებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა. დღეისთვის ის „გლაზგო რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელია.