100 წლის კაპიტანი ტომი მური, რომელმაც პანდემიის დასაწყისში ბრიტანელი ექიმების დასახმარებლად 37 მილიონი დოლარი შეაგროვა, კორონავირუსით დაინფიცირდა
100 წლის კაპიტანი ტომი მური, რომელმაც პანდემიის დასაწყისში ბრიტანელი ექიმების დასახმარებლად 37 მილიონი დოლარი შეაგროვა, კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილი კაპიტანი ტომი მური, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბრიტანელი ექიმებისთვის ქველმოქმედებით თანხა შეაგროვა, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

100 წლის კაპიტანი ტომი ბედფორდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მას პნევმონია აქვს.

კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანია, რომელმაც პანდემიის დასასწყისში, ექიმების დასახმარებლად 37 მილიონი დოლარი შეაგროვა.