100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ სანდრო ტონალი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
იტალიელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „ტოტენჰემი“ ტონალის სანაცვლოდ „ნიუკასლს“ 100 მილიონ ფუნტს გადაუხდის – თავდაპირველად ლონდონელები 92.5 მილიონს გაიღებენ, ხოლო 7.5 მილიონით ბონუსი განისაზღვრება.
26 წლის ტონალი „ნიუკასლის“ წევრი 2023 წელს გახდა და ინგლისური გუნდის რიგებში 110 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება „ტოტენჰემს“, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურია – ლონდონელებმა უკვე დაიმატეს ენდი რობერტსონი, მარკოს სენესი, მარტინ დუბრავკა და ჟან პოლ ვან ჰეკე. ასევე, ფაბრიციო რომანოს ცნობით, 85 მილიონ ფუნტად გუნდს შეუერთდება „ვესტ ჰემის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი მატეუშ ფერნადესი.
გასული სეზონის გარკვეული ნაწილი „ტოტენჰემმა“ ინგლისის პრემიერლიგის გასავარდნთა ზონაში გაატარა. მარტის ბოლოს გუნდი იტალიელმა რობერტო დე ძერბიმ ჩაიბარა და საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
🚨💣 EXCLUSIVE: Tottenham agree record deal to sign Sandro Tonali from Newcastle, HERE WE GO! 💥
Agreement between clubs closed and also on player side with the Italian midfielder. 🇮🇹
Fee higher than £85m paid for Mateus Fernandes. pic.twitter.com/jWcup0mfk6
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 1, 2026