10 აპრილს ესტონეთის პარლამენტის ახალი შემადგენლობა პირველ სესიას გამართავს, ასევე პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მთავრობა ოფიციალურად გადადგება
10 აპრილს ესტონეთის პარლამენტის ახალი შემადგენლობა პირველ სესიას გამართავს, ასევე პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მთავრობა ოფიციალურად გადადგება

ორშაბათს, 10 აპრილს ესტონეთის პარლამენტის ახალი შემადგენლობა პირველ სესიას გამართავს. ამავე დღეს პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მთავრობა ოფიციალურად გადადგება.

საპარლამენტო სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი ალარ კარისი გახსნის, რომლის წინაშეც პარლამენტის წევრები ფიცს დადებენ, შემდეგ კი ახალ სპიკერსა და ვიცე-სპიკერს აირჩევენ.

ახალი მთავრობა კოალიციური შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება და პარლამენტში 101-დან 60 ადგილი ექნება.