1 ოქტომბერს ჩემპონთა ლიგის წილისყრა გაიმართება - ყველა მონაწილე და კალათების შემადგენლობები
ცნობილი გახდა 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე.
წილისყრა პირველ ოქტომბერს ნიონში გაიმართება. 32 გუნდი ოთხ კალათში შემდეგნაირად არის განაწილებული:
I კალათი – ბაიერნი, სევილია, რეალი, ლივერპული, იუვენტუსი, პარი სენ-ჟერმენი, პორტუ6 ზენიტი;
II კალათი – ბარსელონა, ატლეტიკო, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნატედი, შახტარი, დორტმუნდი, ჩელსი, აიაქსი;
III კალათი – დინამო (კ), ზალცბურგი, ლაიპციგი, ინტერი, ოლიმპიაკოსი, ლაციო, კრასნოდარი, ატალანტა;
IV კალათი – ლოკომოტივი, მარსელი, ბრიუგე, გლადბახი, ბაშაქშეჰირი, მიდტიულანდი, რენი, ფერენცვაროში;
ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში ვერ იქნებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები. ასევე, უეფას სპეციალური გადაწყვეტილებით რუსეთისა და უკრაინის გუნდები არ შეიძლება მოხვდნენ ერთ ჯგუფში.
წილისყრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
პირველი ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება.