1-ელი ივლისიდან კანადაში ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფების შესახებ კანონი ძალაში შევა
1-ელი ივლისიდან კანადაში ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფების შესახებ კანონი ძალაში შევა

კანადის მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფი დაუწესა.

ტარიფი ეხება ლითონის ნივთებს, ასევე სხვადასხვა ზომის მილებს, რომელიც გაზისა და და წყლის გაყვანილობისთვის გამოიყენება, ასევე საკვებ პროდუქტებს, ძირითადად იოგურტებსა და ტკბილეულს, საპნებს და სხვადასხვა პარფიუმერიულ პროდუქციას.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონის შემდეგ მიიღეს. 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. დიდი შვიდიანის სამიტზე კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკელი კოლეგის გადარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა პროტექციონიზმის მომხრე პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

ორი კვირის წინ ტარიფი ამერიკულ პროდუქციაზე ევროკავშირმაც დააწესა. 25%-იანი ტარიფები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შეტანილ სხვადასხვა სახის პროდუქციას შეეხება. ესენია ალკოჰოლური სასმელები, ტანსაცმელი, მოტოციკლი, თამბაქო, მოცვი და არაქისის კარაქი, ასევე სხვადასხვა საკვები პროდუქტი.