1/8 ფინალი, ბრაზილია-მექსიკა - მატჩის ანონსი
1/8 ფინალი, ბრაზილია-მექსიკა - მატჩის ანონსი

ბრაზილია-მექსიკა
2 ივლისი. სამარა. სტადიონი “სამარა-არენა“. დასაწყისი 18:00 საათი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

რიგით მეხუთე მერვედფინალში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. ეს არის ერთადერთი წყვილი, რომელშიც არც ერთი ევროპული გუნდი არ თამაშობს.

ტიტეს შეგირდები თანდათან უმატებდნენ ჯგუფურ ეტაპზე, მექსიკელებმა კი პირიქით, ჯგუფში გამოსვლა გერმანიაზე სენსაციური მოგებით დაიწყეს და შვედეთთან 0:3 წაგებით დაასრულეს. ბოლო ტურში გერმანიას კორეასთვის რომ გაეტანა, მექსიკა ჯგუფში ჩარჩებოდა.
1994 წლიდან მოყოლებული, ბრაზილია ყოველთვის გადის მეოთხედფინალში, მექსიკა კი ზედიზედ ექვსჯერ არის გავარდნილი მერვედფინალური ეტაპიდან.

ახალი ამბები

მარსელომ ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება და მარცხენა მცველის პოზიციაზე ფილიპე ლუიში ითამაშებს.
მარჯვენა მცველად ისევ ფაგნერი დადგება იმის მიუხედავად, რომ დანილო უკვე მწყობრში ჩადგა.
მექსიკა ცენტრალური მცველის ექტორ მორენოს გარეშე ითამაშებს, რომელმაც ორი ყვითელი ბარათის გამო მიიღო დისკვალიფიკაცია. მას უგო აიალა შეცვლის.

წინა მატჩები

ბრაზილია-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

ბრაზილია-კოსტა რიკა 2:0
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (90+1), 2:0 ნეიმარი (90+7)

სერბეთი-ბრაზილია 0:2
გოლები: 0:1 პაულინიო (36), 0:2 ტიაგო სილვა (68)

მექსიკა-გერმანია 1:0
გოლი: 1:0 ლოსანო (35)

ს. კორეა-მექსიკა 1:2
გოლები: 0:1 ველა (26-პენ), 0:2 ერნანდესი (66), 1:2 ჰეონ-მინ სონი (90+3)

მექსიკა-შვედეთი 0:3
გოლები: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62-პენ), 0:3 ალვარესი (74-საკ. კარში)

სტატისტიკა

გატანილი გოლები: 5 – 3
გაშვებული გოლები: 1 – 4
დარტყმები: 56 – 44
ზუსტი დარტყმები: 19 (34%) – 12 (27%)
კუთხური: 26 – 13
თამაშგარე: 8 – 4
პასები: 1884 – 1253
პასების სიზუსტე: 89% – 85%
ჯარიმა: 30 – 36
ყვითელი ბარათი: 3 – 5
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები

– ბრაზილიასა და მექსიკას ერთმანეთში 41-ჯერ უთამაშიათ. ბრაზილიამ მოიგო 24, წააგო 10 და 7 მატჩი ფრედ დასრულდა.
– გუნდები ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბრაზილიას 3 მოგება და ერთი ფრე აქვს და არც ერთ მატჩში გოლი არ გაუშვია.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო მატჩი გუნდებმა 2014 წელს ითამაშეს – ჯგუფურ ეტაპზე 0:0.
– მათი ბოლო შეხვედრა ამხანაგური იყო – 2015 წლის ივნისში, ბრაზილიამ ფილიპე კოუტინიოსა და დიეგო ტარდელის გოლებით 2:0 მოიგო.

საინტერესო ფაქტები

– ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს წაუგია ცენტრალური ან ჩრდილოეთ ამერიკის გუნდების წინააღმდეგ.
– ბრაზილიამ ბოლოს მეოთხედფინალში 1990 წელს ვერ გააღწია.
– ბრაზილიამ ბოლო 8 მატჩიდან შვიდში “მშრალად” შეინახა საკუთარი კარი (+6=2-0).
– ბრაზილია მინიმუმ 2 გოლს იტანდა ბოლო 18 მატჩიდან 15-ში.
– ნეიმარი E ჯგუფის ლიდერი იყო – დრიბლინგების (17), გამომუშავებული ჯარიმების (17), დარტყმების (16) და შექმნილი შანსების (11) რაოდენობით.
– მექსიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ აქვს მოგებული სამხრეთამერიკული გუნდისთვის – 2002 წელს, ეკვადორი დაამარცხა ჯგუფურ ეტაპზე.
– მექსიკა ზედიზედ ექვსჯერ არის გამოვარდნილი მერვედფინალიდან. ეს გუნდი მეოთხედფინალში 1986 წლის შემდეგ არ ყოფილა.
– მექსიკა 57-ე მატჩს ატარებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს არის ყველაზე მეტი იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ჩემპიონატი არასოდეს მოუგიათ.
– ხავიერ ერნანდესს ამ ჩემპიონატზე 3 მატჩში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა აქვს.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ტიტე (ბრაზილია):
“პატივს ვცემ მექსიკას და ამ გუნდის მიერ გაწეულ სამუშაოს. ჩვენი გუნდი არ შეცვლის სათამაშო სქემას. წინა მატჩში ყველამ კარგად იმუშავა და ეს აძლიერებს ბრაზილიას”.

ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა):
“იმედია, შევძლებთ ბრაზილიასთან ღირსეულ დაპირისპირებას. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მეტოქე ყველაზე ძლიერი გუნდია ამ მომენტისთვის მსოფლიოში. უნდა შევძლოთ და პრობლემები შევუქმნათ მათ დაცვას. ამისთვის გაგვაჩნია საკმარისი თვისებებიც და კარგი მოთამაშეებიც. იმედია, ბიჭები გაუძლებენ ზეწოლას”.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია: ალისონიფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუიში – კაზემირო, პაულინიოვილიანი, ფილიპე კოუტინიო, ნეიმარი – გაბრიელ ჟესუსი.
მექსიკა: ოჩოა, გალიარდო, აიალა, სალსედო, ალვარესი – გუარდადო, ერერა, ლაიუნი, ველა, ლოსანო – ერნანდესი.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!