​წყნეთი-კიკეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი იმოძრავებს
​წყნეთი-კიკეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი იმოძრავებს

​წყნეთი-კიკეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი იმოძრავებს. აღნიშნულ საკითხზე თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

2014 წლის 14 დეკემბრის N17-48 დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, წყნეთი-კიკეთის გზაზე 81 ნომერი ავტობუსი ივლის, ყოფილი 5 ნომერი ავტობუსის ნაცვლად.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საჭირო გახდა ავტობუსის დანიშვნა.

„საჭირო გახდა დამატებითი M3 კატეგორიის ავტობუსის დანიშვნა. როგორც კიკეთის, ასევე წყნეთის მცხოვრებლებს და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ავტობუსით იმგზავრონ. ამაზე გამოყოფილია შესაბამისი სახსრები”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ხაზზე მხოლოდ ერთი ავტობუსი ივლის.