​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს
​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

ყაზბეგში ​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“  თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, პოლიციაში სასტუმროს ხუთი თანამშრომელი დაიბარეს.

„დაბარებისთანავე ისინი გამოცხადდნენ. შეკითხვები რა თქმა უნდა, შეეხება ისევ და ისევ იმ შემთხვევას, რაც მოხდა. მოგეხსენებათ, ვერტმფრენი ბაზირებული იყო ყაზბეგში და ემსახურებოდა ძირითადად „რუმსის“ კლიენტებს და ამასთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას.შემთხვევის მიზეზებს რაც შეეხება, ყველა ელოდება კომიიის დასკვნას, ვინც ამ თემაზე მუშაობს“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

კომპანია „ავიატორი +“-ს („აჭარა ჯგუფი“) ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში 6 ივნისს ჩამოვარდა. ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.