​რაგბი | ნიდერლანდებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
​რაგბი | ნიდერლანდებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

14 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. თამაში „მარკეტა რაგბი სთედიუმზე“ თბილისი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 10 მოთამაშე შეცვალა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს მგეზავმა ბუბა ნოზაძემ, შუამარბმა გიორგი ხაინდრავამ და მესამეხაზელებმა – ლუკა საღინაძემ, ნიკა აბესაძემ და ანდრო დვალმა.

შერკინების პირველ ხაზში ამჯერად თამაშს გიორგი ძაგანია, შოთა ხელაძე და მათე ღურწკაია იწყებენ, მეორე ხაზში კი დავით ლაგვილავა და მიხეილ შიოშვილი შეწყვილდებიან.

ცხრა ნომრის პოზიციაზე ძირითადშია გიორგი სპანდერაშვილი. ცენტრში, ხაინდრავასთან ერთად, ნუგი ქევხიშვილი ითამაშებს, ფრთებზე ლუკა კეშელავა და ტატო ბურთიკაშვილი დადგებიან, ფულბეკი გიორგი ბოლქვაძე იქნება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით, 86:10 დაამარცხა, ნიდერლანდებმა კი ბელგიას 34:6 მოუგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 13. ნუგი ქევხიშვილი („ლელო“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“).

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია („სტად ნისუა“, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. მათე ღურწკაია („ყოჩები“), 4. დავით ლაგვილავა („გრენობლი“, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი („ლელო“), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე („ლელო“), 8. ანდრო დვალი („ლელო“, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 17. ნიკა ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), 18. გიორგი მესხიძე („ხვამლი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში („არმია“), 22. გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე („არმია“), 24. სანდრო სესიაშვილი („არმია“), 25. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 26. თემო წულუკიძე („იუნკერები“).