​მავრიტანიის სანაპიროსთან სულ მცირე 58 მიგრანტი დაიღუპა​
​მავრიტანიის სანაპიროსთან სულ მცირე 58 მიგრანტი დაიღუპა​

​მავრიტანიის სანაპიროსთან სულ მცირე 58 მიგრანტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. კიდევ 83-მა მიგრანტმა სანაპირომდე გაღწევა ცურვით შეძლო და დახმარება მავრიტანიის ხელისუფლებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო.

ცოცხლად გადარჩენილმა მიგრანტებმა თქვეს, რომ გემზე, რომელიც გამბიის სანაპიროდან 27 ნოემბერს გამოვიდა, 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მიგრანტები ესპანეთის სანაპირომდე მიღწევას ცდილობდნენ, მაგრამ მავრიტანიის სანაპიროსთან გემს საწვავი გაუთავდა.

მიგრანტები ამჟამად მავრიტანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებიან, ქვეყნის ხელისუფლება კი, გამბიის მთავრობასთან კონტაქტზე იმყოფება, რათა მიგრანტების სახლში დაბრუნება მოხდეს.