​ჯოზეფ ბორელი - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გადამწყვეტი მომენტია მეტი პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებისთვის, ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება არჩევნების მომზადებისას
​ჯოზეფ ბორელი - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გადამწყვეტი მომენტია მეტი პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებისთვის, ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება არჩევნების მომზადებისას

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ​ჯოზეპ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.

„პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გადამწყვეტი მომენტია უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებისთვის ქვეყანაში, არჩევნების კონტექსტში. გილოცავთ ყველას. ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება არჩევნების მომზადებისას“, – წერს ბორელი „ტვიტერის“ გვერდზე.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.