იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო საავადმყოფოში მოხვდა. მან მაშინვე დაამშვიდა გულშემატკივრები და გამოუცხადა მათ, რომ კორონავირუსი არ აქვს, საავადმყოფოში კი სხვა მიზეზით აღმოჩნდა – თირკმელში ქვების გამო.
„დღემდე არ მჯერა, სამმილიმეტრიანმა ქვამ როგორ შეიძლება ამდენი პრობლემა შეგიქმნას,“ – დაწერა დელ პიერომ „ინსტაგრამში“.
დელ პიეროს „იუვენტუსის” შემადგენლობაში 18 ტიტული აქვს მოგებული.