​„იუვენტუსის“ ლეგენდა საავადმყოფოში მოხვდა
​„იუვენტუსის“ ლეგენდა საავადმყოფოში მოხვდა

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო საავადმყოფოში მოხვდა. მან მაშინვე დაამშვიდა გულშემატკივრები და გამოუცხადა მათ, რომ კორონავირუსი არ აქვს, საავადმყოფოში კი სხვა მიზეზით აღმოჩნდა – თირკმელში ქვების გამო.

„დღემდე არ მჯერა, სამმილიმეტრიანმა ქვამ როგორ შეიძლება ამდენი პრობლემა შეგიქმნას,“ – დაწერა დელ პიერომ „ინსტაგრამში“.

დელ პიეროს „იუვენტუსის” შემადგენლობაში 18 ტიტული აქვს მოგებული.