​გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საკითხს გამოეხმაურა
​გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საკითხს გამოეხმაურა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ანდრეას პეშკემ საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა:

„ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ვუერთდებით მის მოწოდებას, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ“ – ნათქვამია ანდრეას პეშკეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.