​ევროპარლამენტის არჩევნები დღეს იწყება
​ევროპარლამენტის არჩევნები დღეს იწყება

​ევროპარლამენტის არჩევნები დღეს იწყება. კენჭისყრა ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოში ოთხი დღე გაგრძელდება.

წინასწარ გამოკითხვებში ჩანს, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში ევროსკეპტიკოსი პარტიების დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები დომინანტ ძალად ვერ იქცევიან.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ჯგუფი მანდატებს დაკარგავს, ანალოგიური ბედი ელის სოციალ-დემოკრატებს. პროგნოზების მიხედვით, ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი წარმატებას მიაღწევს და მანდატების რაოდენობას გაზრდის.

როგორც ვარაუდობენ, „ევროპის სახალხო პარტია“ და სოციალ-დემოკრატები ერთობლივად უმრავლესობას ვერ ჩამოაყალიბებენ და საჭირო გახდება მესამე პარტიის დახმარება.

არჩევნების შედეგები 26 მაისს,  საღამოს გახდება ცნობილი.