ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს
ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ობამა ილინოისის შტატის კუკის ოლქში მიიწვიეს მსაჯულად.

აშშ-ის ყოფილი ლიდერი უძრავ ქონებას ფლობს ვაშინგტონსა და ჩიკაგოში, რაც მას უფლებას აძლევს გახდეს ნაფიცი მსაჯული.

როგორც ვარაუდობენ, ბარაკ ობამას ნაფიც მსაჯულად მომავალ კვირას წარადგენენ. ობამას პრესსპიკერს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნაფიც მსაჯულად ასევე მსახურობდა ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსიც.