​ყაზახეთში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა
​ყაზახეთში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა

​ყაზახეთში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.

ინფორმაციას გამართული დემონსტრაციის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საპროტესტო აქციების ასტანასა და ალმათიში გამართა.

დემონსტრანტებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და წამების შეწყვეტა მოითხოვეს.

ასთანაში აქციის მონაწილეები ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან შეიკრიბნენ. ალმათიში კი დემონსტრანტებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის მახლობლად მდებარე საფეხმავლო ქუჩაზე გავიდნენ.

ორივე ქალაქში აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ იმ ადამიანების პორტრეტები, რომლებსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მხოლოდ ალმათიში პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იუო ნაზარბაევის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყოფილი ბანკირის მუხტარ აბლიაზოვის მიერ. ის 1998-1999 წლებში ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

აბლიაზოვი, რომელსაც სამშობლოში თაღლითობაში ედება ბრალი, ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. მარტში ასტანის სასამართლომ აბლიაზოვის ორგანიზაცია „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“ ტერორისტულად გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი