​ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
​ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

​ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ქეთევან მირიანაშვილი შსს-მ 19 დეკემბერს დააკავა. თავდაპირველად მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დღეს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის ცენტრალური საავადმყოფოს კარდეოლოგიურ განყოფილებაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს, სადაც დღეს ბრალი წარედგინა.

მირიანაშვილი ჯერ სტაციონარში რჩება. მკურნალი ექიმის, ნინო ფურცელაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება.

დატოვე კომენტარი