​საბინე მახლი - თუ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობიან საზოგადოებას, გვინდა დისკუსია თემების ირგვლივ და არა პოლარიზაცია, მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს
​საბინე მახლი - თუ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობიან საზოგადოებას, გვინდა დისკუსია თემების ირგვლივ და არა პოლარიზაცია, მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს

თუ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობიან საზოგადოებას, გვინდა დისკუსია თემების ირგვლივ და არა პოლარიზაცია, მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მახლმა დედაქალაქში გავრცელებულ ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში დაძლეული უნდა იყოს“.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველას სმენია გარკვეული ქცევის კოდექსის შესახებ. ყველასთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყენოთ ენა, როგორ ვესაუბროთ ერთმანეთს. თუ ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობიან საზოგადოებას, გვინდა დისკუსია თემების ირგვლივ და არა პოლარიზაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ​ განაცხადა საბინე მახლმა.

დატოვე კომენტარი