​ნათია თოდუა გერმანიის სახელით ევროვიზიის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა
​ნათია თოდუა გერმანიის სახელით ევროვიზიის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა

​გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე გერმანიამ ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ევროვიზიის გერმანულმა „ფეისბუქის“ გვერდმა გამოაქვეყნა.

ნათიასთან ერთად, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მოსახვედრად კიდევ ხუთი მომღერალი იბრძოლებს.

​კონკურსის გამარჯვებული 22 თებერვალს ბერლინში, ლაივკონცერტზე გამოვლინდება.

დატოვე კომენტარი