​კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 
​კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 

​კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

სკოლაში „კოვიდ-19“ სამ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ სკოლის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. ვირუსი სკოლის მასწავლებელს და მის შვილს, მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დღეს „კოვიდ-19“ სკოლის მანდატურსაც გამოუვლინდა.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ და კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი ჯერ არ კეთდება.

დატოვე კომენტარი