​იორდანიის მონარქი - ე.წ. ისლამური სახელმწიფო ძლიერდება და ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა
​იორდანიის მონარქი - ე.წ. ისლამური სახელმწიფო ძლიერდება და ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა

სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში და დასავლეთ ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ძლიერდება, – ამის შესახებ იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ, ფრანგულ ტელეკომპანია „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

​იორდანიის მონარქის თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გაძლიერებას ყველა ერთად უნდა აღუდგეს წინ და დახმარება აღმოუჩინოს ერაყის ხელისუფლებას. მისივე თქმით, რადიკალი ისლამისტების გაძლიერება როგორც რეგიონის, ასევე მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

​იორდანიის მეფის, აბდულა მეორის განცხადებით, ევროპული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ბევრი უცხოელი მებრძოლი სირიიდან ლიბიაში გადავიდა, რომელიც ევროპასთან უფრო ახლოსაა.

„რამდენიმე ათასმა მებრძოლმა დატოვა სირიის იდლიბის პროვინცია ჩრდილოეთ საზღვრის გავლით და აღმოჩნდნენ ლიბიაში. ამას ჩვენ, როგორც რეგიონში, ასევე ევროპელ მეგობრებთან ერთად 2020 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ლიბიაში არშემდგარი სახელმწიფო და დიდი კონფლიქტი კოალიციასა და ექსტრემისტულ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის არ გვსურს“, – აღნიშნა იორდანიის მონარქმა.

დატოვე კომენტარი