აშშ-ის 15 შტატი ბედნიერი ცხოვრებისთვის (ფოტოები)
აშშ-ის 15 შტატი ბედნიერი ცხოვრებისთვის (ფოტოები)

ბიზნესის კვლევის ინტერნეტსაიტმა Wallet Hub -მა ერთი წლის წინ ამბიციური პროექტი წამოიწყო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური კვლევის ჩატარებას გულისხმობდა. პროექტის მიზანი შტატების მიხედვით „ბედნიერების ინდექსის“ დადგენა იყო, კერძოდ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, ბედნიერი ცხოვრებისთვის შესაფერისი ადგილი უნდა ეპოვათ.

კვლევის ავტორებმა მილიონობით ადამიანი გამოკითხეს. 28-იდან რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი გამჟღავნდა – დეპრესიისა და თვითმკვლელობის დაბალი მაჩვენებელი მოსახლეობაში, მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმება, ბიზნესის ან საკუთარი საქმის განვითარების პერსპექტივა, სპორტული აქტივობა და ნაკლები სამუშაო საათები, აგრეთვე ეკოლოგიურად სუფთა გარემო და კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი.

Wallet Hub-ი კვლევას ორმოცდაათივე შტატში თითქმის ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა. კვლევის შედეგები Business Insider-მა გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი მინესოტას შტატს ხვდა წილად, სადაც ფსიქოლოგიური სტრესის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მეორე და მესამე ადგილები ცივმა იუტას შტატმა და მცხუნვარე მზის კუნძულმა – ჰავაიმ გადაინაწილეს, ხოლო მე-4 და მე-5 ადგილებზე კალიფორნია და ნებრასკა გავიდა უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლის, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და თვითმკვლელობის დაბალი მაჩვენებლის მიხედვით.

50 შტატიდან ბოლო ადგილები დასავლეთ ვირჯინიას, ოკლაჰომასა და ლუიზიანას შტატებს ერგოთ კრიმინალური მდგომარეობისა და მაღალი უმუშევრობის გამო.

 

მინესოტა

იუტა

ჰავაი

კალიფორნია

ნებრასკა

ნიუ ჯერსი

სამხრეთ დაკოტა

აიოვა

ვისკონსინი

ნიუ ჰემპშირი

მერილენდი

ვირჯინია

ვერმონტი

ჩრდილოეთ დაკოტა

კოლორადო

დატოვე კომენტარი