НТВ-ს ჟურნალისტი ირადა ზეინალოვა მოლდოვაში არ შეუშვეს
НТВ-ს ჟურნალისტი ირადა ზეინალოვა მოლდოვაში არ შეუშვეს

პუტინის ფავორიტი ჟურნალისტი, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონთან ინტერვიუს ჩასაწერად მოლდოვაში მიფრინავდა, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ჟურნალისტი, ირადა ზეინალოვა არ შეუშვა. მესაზღვრეების განმარტებით ჟურნალისტმა მოლდოვაში ჩასვლის მიზანი საკმარისი დოკუმენტაციით ვერ დაასაბუთა.

ზეინალოვა აეროპორტში სტამბოლი-კიშინიოვის რეისით ჩავიდა. ჟურნალისტმა მესაზღვრეებს უთხრა, რომ ოფიციალურ პირებთან ჰქონდა ინტერვიუ დაგეგმილი, თუმცა ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარადგინა. მომხდარ ინციდენტს ქვეყნის პრეზიდენტი, იგორ დოდონი გამოეხმაურა.

„ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ ის კიშინიოვში ჩემი მოწვევით ჩამოფრინდებოდა. დაგეგმილი იყო ინტერვიუ. მთავრობის ასეთი ქმედებები ჩვენს სტრატეგიული პარტნიორთან, რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენას ხელს უშლის”,- განაცხადა დოდონმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირადა ზეინალოვა ვლადიმერ პუტინის ფავორიტი ჟურნალისტია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ 3 ჯერ ჩაწერა. რუსი ჟურნალისტი რუსეთში კიშინოვი-მოსკოვის რეისით დააბრუნეს.

დატოვე კომენტარი